მეუფე გრიგოლი მეუფე პეტრეზე: ჩვენი ძმა, ჩვენი მეგობარი რჩება და გვეხმარება გადაბარებაში

ამის შესახებ, ჭყონდიდის ეპარქიის ახალმა მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ჭყონდიდის ეპარქიის ახალი მიტროპოლიტის მეუფე გრიგოლის განცხადებით, ამავე ეპარქიის სასულიერო პირებს, ვისაც სურვილი აქვთ, ეპარქიაში დარჩებიან.

„ჩვენი ძმა, ჩვენი მეგობარი რჩება. გვეხმარება გადაბარებაში. ამ ეპარქიაში ძალიან ბევრია გაკეთებული, კიდევ უნდა გაკეთდეს და ჯერ რჩება. დაასრულოს მშენებლობა. მამებსა და დებს თუ სურვილი აქვთ, დარჩებიან. დასჯილი არავინ იქნება. აქ, ყველა დროებით ვართ და სოხუმში, ოჩამჩირეში დაბრუნებისთვის ვემზადებით“, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად