მეუფე გრიგოლ კაცია: მეუფე პეტრე ცაავასთვის წოდების ჩამორთმევას სინოდის სხდომაზე მხარს დავუჭერ

ჭყონდიდისა და მარტვილის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლ კაცია, ამავე ეპარქიის ყოფილი მიტროპოლიტისთვის, მეუფე პეტრე ცაავასთვის წოდების ჩამორთმევას სინოდის სხდომაზე მხარს დაუჭერს.

ამის შესახებ მან ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა.

“სინოდზე რა განიხილება პატრიარქი გვეტყვის მე არ ვიცი, თუ მეუფე პეტრე ასე გააგრძელებს როგორც აგრძელებდა დღემდე , თუ პატრიარქი დასვამს შეკითხვას ჩვენ განვიხილავთ სინოდზე. სამწუხაროდ მე ვერ ვხედავთ მეუფე პეტრეს სინანულს, მხარს დავუჭერ მისთვის წოდების ჩამორთმევას. სამწუხაროდ ბევრი ამბობს რომ მე ვიბრძვი სიმართლისვის, მაგრამ ჭეშმარიტება მარტო ღმერთია,”- გამაცხადა მეუფე გრიგოლ კაციამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად