მეუფე გრიგოლ კაცია: მამა ანდრია სარიას სამჯერ შევთავაზე ეპარქიაში დარჩენა

ჭყონდიდის ახლმა მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლ კაციამ მამა ანდრია სარიას მიმართ საპატრიარქოს გადაწყვეტილება მედიასთან შეაფასა, რომლის თანახმადაც ინჩხურის ტაძრის ყოფილ წინამძღვარს მღვდელმსახურება შეუჩერდა და განაცხადა, რომ საპატრიარქოს კომისიამ მამა ანდრია სარია გააფრთხილა, თუმცა მან არ გაითვალისწინა და მონასტერში რომლის წინამძღვარიც იყო არ დარჩა.

“მამა ანდრია სარიას სამჯერ ვთხოვე, თუმცა მან აირჩია ეს გზა, დატოვა ეპარქია.მას 15 წლია ვიცნობ.3 – ჯერ შევთავაზე დარჩენა. ის იყო წინამძღვარი ეკლესიის, თვითონ აირჩიე ეს გზა. დატოვა პეუფე პეტრესთან ერთად რეზიდენცია. მეუფე პეტრეს დავალებით მუშაობდა არქივზე, დადიოდა მასთან შიომღვიმის ეკლესიაში.ჩვენ მივეცით განტევების სიგელი და მერე არ გვინახავს.დაიბარეს კომისიაზე მისცეს ერთხელ გაფრთხილება, ორჯერ. ეს არ არის შურისაძიების გაგრძელება, ეს კანონიკაა,” – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად