მეუფე გერასიმე: წმინდა ცეცხლის გადანაწილებას ეპარქიებში, საპატრიარქო უზრუნველყოფს

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტის გერასიმე შარაშერიძის განცხადებით, იერუსალიმიდან ჩამოტანილი წმინდა ცეცხლის გადანაწილებას ეპარქიებში და ეკლესიებში საქართველოს საპატრიარქო უზრუნველყოფს.

“დღეს თბილისში ჩამობრძანდება ცეცხლი და შემდგომ ყველა ეპარქიებში გადანაწილდება, ტექნიკურად ამას მოვიფიქრებთ და ისე ვიზამთ, რომ არ დავარღვიოთ კანონი და წესი და ისე გადავანაწილოთ  ყველა ეპარქიებში, ეპარქიებიდან ეკლესია- მონასტრებში . ამის ორგანიზებას საპატრიარქი გააკეთებს,”- განაცხადა მეუფემ “აიპრესთან”, რომელის საპატრიარქოში საგარეო ურთიერთობების საკითხებს კურირებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად