მეუფე გერასიმე: თუ იმდენი ხალხი იქნება, რომ დისტანციას ვერ დავიცვათ, მრევლის ნაწილი გამოვა გარეთ

ზუგდიდისა და ცაიშის ეპისკოპოსის მეუფე გერასიმეს განცხადით, ეპარქიაში შემავალ ყველა ტაძარში მსახურება დაიწყება 4 საათზე.

როგორც მეუფემ განმარტა, ეკლესია ითვალისწინებს სახელმწიფოს დამოკიდებულებას.

“9 საათზე იწყება საკომენდატო საათი და ნებისმიერი ადამიანი მოასწრებს ტაძრიდან სახლში მისვლას. რაც შეეხება მრევლს შორის დისტანციას. დისტანციაზე ხედავთ რომ არამხოლოდ ტაძარში, არმედ გარეთაც გავაკეთეთ ხაზები. თუ იქნა იმდენი ხალხი იქნება, რომ დისტანციას ვერ დავიცვათ ისე, როგორც ეს რეკომენდირებულია, მრევლის ნაწილი გამოვა გარეთ,”-განაცხადა მეუფე გერასიმემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად