მეუფე გერასიმე: სიმპტომების მქონე ადამიანმა თავი შეიკაოს ტაძარში ზიარების მიღებისგან

ზუგდიდში ივერიის ღვთისმშობლის ტაძარში წირვისა და ქადაგების დასრულების შემდეგ ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მორწმუნეებს ანტიბაქტერიული ხსნარი გადასცა და სიფრთხილისა და ლოცვისკენ მოუწოდა.

ტაძარში ზიარება დღეს ჩვეულებისამებრ ძველი წესით ჩატარდა, თუმცა ღვინო, ე.წ. სიტკბოება მორწმუნეებმა ერთჯერადი ჭიქებით მიიღეს.

მეუფე გერასიმეს თქმით, ზიარების წესი არ შეიცვლება. მან აღნიშნა, რომ შესაბამისი სიმპტომების მქონე ადამიანმა თავად უნდა შეიკავოს თავი ხალხმრავალ ადგილებში მისვლისგან, მათ შორის, ტაძარში ზიარების მიღებისგან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...