მეუფე გერასიმე: რომელ განცხადებაში წერია, სამზე მეტი ადამიანი არ შეიძლებაო?

“საგანგებო მდგომარეობა თუ ეხება ეკლესიას, მობრძანდნენ სამნიც ვართ, 30 ვართ და ბევრნი ვართ,”- ამის შეასახებ ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა.

მისი თქმით, სააღდგომო წირვა ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიაში შემავალ ეკლესიებს ისე ჩატარდება როგორც წესია.

“ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიამ გადაწყვიტა ის როგორი ლოცვა-კურთხევაც არის საქართველოს პატრიარქის. მემგონი იქ ყველაფერი მკაფიოდ წერია. ჩვენ საქართველოს პატრიარქის სასულიერო პირები პატრიარქს ვუცხადებთ სრულ ნდობას. რომელ განცხადებაში წერია სამზე მეტი ადამიანი არ შეიძლებაო?,” –  განაცხადა მეუფე გერასიმემ.

როგორც მეუფემ აღნიშნა, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით კონსულტაციები ხელისფლებასთანაც იქნება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად