მეუფე გერასიმე: ყველა ადამიანმა თვითონ უნდა გადაწყვიტის მივა თუ არა ეკლესიაში

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტის გერასიმე შარაშერიძის განცხადებით, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ყველა ტაძარში წირვა ჩატარდება კვირას დილის 7 საათიდან.

ღამისთევის მსახურება არ იქნება რადგან ადამიანები მოსვლას ვერ მოახერხებენ.
ამის შესახებ მან საკათედრო ტაძარში გარდამოხსნის წირვის დაწყების წინ განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება მთავრობის გუშინდელ განკარგულებას უკავშირდება.
მან ასევე შეაფასა მსუბუქი ავტომობილების გადაადგილების აკრძალვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება და აღნიშნა, რომ ,, ეს ხელისუფლების გადაწყვეტილებაა, იცავს ყველანაირად ადამიანის უფლებებს, ადამიანების ჯანმრთელიბას.”
დამატებით შეზღუდვებს მეუფე გერასიმე არ უკავშირებს ეკლესიის პოზიციას.
” ყველა ადამიანმა თვითონ უნდა გადაწყვიტის მივა თუ არა ეკლესიაში. ადამიანებმა უნდა გაითვალისწინონ ჩვენი მედიკოსების რეკომენდაციები. ” აღნიშნა მიტროპოლიტმა გერასიმე შარაშენიძემ.
რაც შეეხება მრევლის მისვლას ტაძრებში ამას ეპარქია ვერ უზრუნველყოფს

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად