მეუფე გერასიმე: ყინწვისში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით საპატრიარქოში არსებულმა ზნეობრივმა კომისიამ უნდა იმსჯელოს

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტის მეუფე გერასიმე შარაშერიძის განცხადებით, ყინწვისში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით საპატრიარქოში არსებულმა ზნეობრივმა კომისიამ უნდა იმსჯელოს და შემდეგ სინოდზე უნდა იქნეს საკითხი განხილული.

ამის შესახებ ზუგდიდელმა მიტროპოლიტმა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა და აღნიშნა, რომ ფაქტის შესახებ მედიისგან გაიგო და მისთვის სხვა დამატებითი დეტალები უცნობია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად