მეუფე გერასიმე: ყინწვისის მონასტრის მღვდელმსახურის დაკავებაზე, მეუფე იობმა უნდა გაკეთოს შეფასება

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მმართველი, მიტროპოლიტი გერასიმე ყინწვისის მამატა მონასტერში მომხდარ ფაქტზე ამბობს, რომ პირველ რიგში განცხადება უნდა გააკეთოს ურბნისისა და რუისის ეპარქიის მმართველმა, მიტროპოლიტმა იობმა.

“სასულიერო პირები ყოველთვის უნდა იყვნენ მაგალითის მიმცემები. აქ ხარისხს და ეპარქიას არ აქვს მნიშვნელობა. ყველანი მაგალითს მიმცემი უნდა იყოს  რაც შეეხება მომხდარ ფაქტს, ეპარქიის მღვდელმთავარი მეუფე იობი, ალბათ გააკეთებს შეფასებას.

სამწუხარო ფაქტია, თუ ასეთი რაღაცა მოხდა, პირველ რიგში ეპარქიამ უნდა გააკეთოს  მომხდარ ფაქტზე რეაგირება” – განაცხადა მეუფე გერასიმემ.

შეგახსენებთ, ყინწვისის მამათა მონასტრის ერთ-ერთი მღვდელმსახური განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს

 

.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად