მეუფე გერასიმე: პატრიარქი არის ნათელი წერტილი ეკლესიის-ღმერთმა შეუნდოს მათ ვინც ცილს სწამებს

ყინწვისის მონასტერში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, მეუფე იობმა უკვე გააკეთა განცხადება და ზნეობრივი კომისია აღარ განიხილავს – ამის შესახებ ზუგდიდისა და ცაიშის მუნიციპალიტეტის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ განაცხადა.

მეუფე გერასიმეს თქმით, ადამიანს უკვე მისჯილი აქვს წინასწარი პატიმრობა და შეჩერებული აქვს ღვთისმსახურება. ზნეობრივი კომისია მეტს ვერაფერეს გააკეთებს იმის გარდა, რაც უკვე მეუფემ გააკეთა და სახელმწიფომაც თავისი გადაწყვეტილება მიიღო.

მიტროპოლიტმა კიდევ ერთხელ მოუწოდა სიფრთხილისკენ ჭყონდიდის განყენებულ მიტროპოლიტ მეუფე პეტრე ცაავას და თქვა რომ “კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ფრთხილად იყვენენ ის ადამიანები, ვინც ამას ასაჯაროებენ, ვინც ასეთ საქმეებში არიან ჩართულები და კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო მათ სიფრთხილისკენ. და ერთი რამ მინდა ვთქვა, მამამ ბრძანა, რომ ამას კლდესა ზედა ავაშენო ეკლესია ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდნენ მათ. ყველამ კარგად გაითვალისწინოს ეკლესიის ფუნქცია, სასულიერო პირების მოღვაწეობა. პატრიარქი არის ნათელი წერტილი ეკლესიის. ღმერთმა შეუნდოთ ვინც მას ცილს სწამებს.”-განაცხადა მეუფე გერასიმემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად