მეუფე გერასიმე მეუფე იაკობის განცხადებაზე: როგორ გგონიათ, გამომძალველი ვარ?

ასე პასუხობს „აიპრესის“ კითხვას ზუგდიდისა და ცაიში ეპარქიის მიტროპოლიტი მეუფე გერასიმე,  ბოდბელი მიტროპოლიტის, მეუფე იაკობი განცხადადებაზე.

_ მეუფე გერასიმე, მეუფე იაკობმა თქვენი მისამართით ბრალდება გააჟღერა…

_ თქვენ როგორ გგონიათ, გამომძალველი ვარ? მეუფე იაკობს ჰკითხეთ…

_ მეუფე იაკობს სინოდის სხდომაზე ნახავდით, ხომ არ უთქვამს ან თქვენ ხომ არ გიკითხავთ,  რატომ თქვა თქვენზე ასეთი ბრალდება?

_ არაფერი არ უთქვამს და არ ვიცი რატომ თქვა.

მეუფე იაკობმა მოითხოვა შენდობა იმ გამონათქვამების გამო, რაც მან გააკეთა საჯაროდ ხელისუფლების წევრებისა და სასულიერო პირები მიმართ. მაგრამ, იმის გამო რომ ის ბრძანდებოდა პატრიარქთან აღსარებაზე, რომელიც არის საიდუმლო და ვერავინ ვერ გათქვამს, მას პატრიარქმა შენდობა მისცა და საყვედური. განმეორებით შემთხვევაში უფრო მკაცრი ზომები  იქნება მიღებული. სინოდის სხდომა არის დახურული და იქ განხილულ საკითხებს ჩვენ საჯაროდ ვერ გამოვიტანთ.

მეუფე იაკობის განცხადებებზე გამოძიება დაიწყება თუ არა, ეს ხელისუფლებამ უნდა გადაწყვიტოს, ჩვენ  სასულიერო პირები ვართ, გვაქვს ჩვენი საეკლესიო სამართალი და ჩვენი დამოკიდებულება.

ცნობისთვის, გაკეთებული განცხადებების შემდეგ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მეუფე იაკობი პატრიარქის ქორეპისკოპოსის თანამდებობიდან გაათავისუფლა

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ,  ბოდბელმა მიტროპოლიტი მეუფე იაკობმა განაცხადა, რომ საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” დამფუძნებლისა და თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილ მინისტრს რამაზ ნიკოლაიშვილს 15 მილიონის მიტანას სთხოვდნენ. მისი თქმით, შუამავალი ზუგდიდისა და ცაიშის მთავარეპისკოპოსი, მეუფე გერასიმე იყო.

სტატიის ავტორი ირმა მესხია
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად