მეუფე გერასიმე კორონავირუსზე ტესტირებას ხვალ ჩაიტარებს

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი მეუფე გერასიმე კორონავირუსზე ტესტირებას ხვალისთვის გეგმავს.

ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის პრესსამსახური ეპარქიის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.

“დღეს გავრცელდა ინფორმაცია ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს თვითიზოლაციაში გადასვლის შესახებ. განვმარტავთ რომ მეუფე გერასიმე თვითიზოლაციაში არ არის. ვირუსი დაუდგინდა ტაძრის მესანთლეს, რომელიც თბილისიდან დაბრუნდა ამ დღეებში.თავად მიტროპოლიტი გერასიმე ხვალ გეგმავს ტესტირებას ვირუსზე.ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ. ჩვენთან არს ღმერთი” -ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად