მეუფე გერასიმე ხელისუფლებას: ვლაქერნობის დღესასწაული გამოცხადდეს დასვენების დღედ

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი მეუფე გერასიმემ, ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარში ვლაქერნობის სადღესასწაულო ლიტურგიის ჩატარების შემდეგ, ხელისუფლებას, ვლაქერნობის დღესასწაულის დასვენების დღედ გამოცხადების თხოვნით მიმართა.

მეუფეს თქმით, ძალიან ბევრ ადამიანს ჰქონდა სურვილი დღეს ტაძარში მისვლის, თუმცა, იმის გამო, რომ დღეს სამუშაო დღეა, ეს ვერ მოახერხა.

“მივმართავ ხელისუფლებას, ეს დღე გამოაცხადოს დასვენების დღედ ზუგდიდში, რათა ყველა მორწმუნეს ჰქონდეს საშუალება, რომ სიწმინდე მოილოცოს”,-განაცხადა მეუფე გერასიმე.

შეაგხსენებთ, დღეს მართლმადიდებელი სამყარო ვლაქერნობას ზეიმობს. ყოველი წლის 15 ივლისს, ( ძვ. სტ. — 2 ივლისი ), ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის კვართის შემოსვის მსოფლიო დღეს, ზუგდიდის ვლაქერნის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში ტარდება წირვა-ლოცვა, ხდება კვართის გადმობრძანება დადიანების სასახლეთა ისტორიულ–არქიტექტურული მუზეუმიდან.

 

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...