მეუფე გერასიმე: ჩემთვის მიუღებელია ლგბტ დროშის ფერებში თბილისის ანძის განათება

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი მეუფე გერასიმის ( შარაშერიძე) განცხადებით, კარგი იქნება ოჯახის სიწმინდის დღეს თბილისის ანძა ქართული სიმბოლიკით განათდეს. თუმცა, ამბობს, რომ მიუღებელია ლგბტ დროში ფერებში განათება.

“ხვალ არის ოჯახის სიმტკიცის დღე, ყველას უნდა მივულოცო, დავლოცო ოჯახები, ხვალ გვექნება წირვა, თუმცა გამომდინარე იქიდან რომ ჯერჯერობით კარანტინის პერიოდში ვიმყოფებით ამიტომ მსვლელობა არ იქნება. კარგი იქნება ქართული სიმბოლიკით განათდეს ანძა, არამხოლოდ ხვალ არამედ რაც შეილება ხშირად. ცისარტყელის ფერებშიც, კი ბატონო განათდეს, მაგრამ მათ ფერებში ჩემთვის არ არის მისაღები,”- აღნიშნა ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა.

შეგახსენებთ, ხვალ ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ასევე, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, ხვალ ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად