მეუფე დიმიტრი: რისკენ ისწრაფვის გარყვნილების აღვირახსნილი პროპაგანდა?

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი, 5 ივლისის მოვლენებს სპეციალური განცხადებით ეხმიანება და აღნიშნავს, რომ თბილისი პრაიდის ჩატარება, სარწმუნოებისა და ზნეობის წინააღმდეგ მიმართული შეტევა და ეკლესიასთან ბრძოლაა.

“მსურს გამოვეხმაურო 5 ივლისის მოვლენებს და გამოვხატო ჩემი დამოკიდებულება იქ განვითარებული მოვლენებისადმი.
სოდომისტური აღლუმები შეტევაა სარწმუნოებისა და ზნეობის წინააღმდეგ. იმის წინააღმდეგ, რაც კაცს ღვთის ხატად და მსგავსად ქმნის.
რისკენ ისწრაფვის გარყვნილების აღვირახსნილი პროპაგანდა? ქრისტიანული სარწმუნოების და უპირველეს ყოვლისა მართლმადიდებლობის განადგურებისაკენ.
გარყვნილება ეკლესიასთან ბრძოლის იარაღია.
გარყვნილება ოჯახის მოსპობაა.
წმინდა ბასილი დიდი ბრძანებს: „ნუ ჰკურნავ ბოროტებას ბოროტებით“. ბოროტება მხოლოდ სიყვარულით შეიძლება განიკურნოს“,-აღნიშნავს სპეციალურ განცხადებაში, მეუფე დიმიტრი.

კომენტარები
იტვირთება...