მეუფე დიმიტრი: ქრისტე იყო ჯვარცმული და არა ჯვარზე გამკრელი, ქრისტე იყო დევნილი და არა მდევნელი

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი მეუფე დიმიტრი, გარდაცვლილი ოპერატორის ოჯახს უსამძიმრებს და მიიჩნევს, რომ ქვეყანაში არსებული ვნებათაღელვის ჩასაცხრობად, ყველამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, მათ შორის სასულიერო პირებმა და მაღალმა იერარქებმა.

“ჩვენს ქვეყანაში ვნებათაღელვაა, ყველამ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, განსაკუთრებით სასულიერო პირებმა, მაღალმა იერარქებმა, რომ ეს ვნებათაღელვა დაცხრეს. როგორც იოანე ოქროპირი ბრძანებს, ცოდვისაგან ადამიანის გამოსწორება ძალდატანებით გეკრძალებათ.

ქრისტე იყო ჯვარცმული და არა ჯვარზე გამკრელი, ქრისტე იყო დევნილი და არა მდევნელი. ამიტომ ყველაფერი ჩვენ სიყვარულით უნდა დავძლიოთ. თუ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს იყო ბოროტებასთან ბრძოლა და გარკვეულწილად იყო. რამეთუ, რაც ჩვენ ამ დღეებში ვიხილეთ, საკუთარი უწესო, ბილწი ცხოვრების ასე დემონსტრირება – ეს გარკვეულწილად არის ბოროტება. როგორც ბასილი დიდი ბრძანებს – ბოროტებას ნუ კურნავ ბოროტებით, რამეთი ბოროტება მხოლოდ სიყვარულით უნდა განიკურნოს” – აღნიშნა ქადაგებისას, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა მეუფე დიმიტრიმ.

კომენტარები
იტვირთება...