მეუფე დიმიტრი:პეტიციაზე ხელმომწერ მღვდელმთავრებს მივმართავ, ერთხელ მაინც თუ შეხვედრიხართ ამ ტანჯვა-წამება გამოვლილ ოჯახებს?

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი, მეუფე დიმიტრი, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე, სულხან მოლაშვილის და სანდრო გირგვლიანის დედის, ირინა ენუქიძის ვიდეობს აქვეყნებს. სულხან მოლაშვილის ვიდოს, თან ერთვის მეუფე დიმიტრის კომენტარი, რომელშიც ის სააკაშვილის საპატიმროდან გათავისუფლბის მოთხოვნით პეტიციაზე ხელმომწერ მღვდელმთავრებს მიმართავს.

„შერიგება საღმთო საქმეა, ჩვენი რწმენის დედა აზრი და საფუძველთა საფუძველი, შერიგების სურვილი უნდა მოდიოდეს ტანჯულისგან და არა მტანჯველისგან, მტანჯველი კი სინანულს უნდა განიცდიდეს, პეტიციაზე ხელმომწერ მღვდელმთავრებს მივმართავ, ერთხელ მაინც თუ შეხვედრიხართ ამ ტანჯვა-წამება გამოვლილ ოჯახებს, მათი ჭირ-ვარამი თუ მოგისმენიათ?“,-წერს, მეუფე დიმიტრი შიოლაშვილი.

კიდევ ერთი პოსტი, დიმიტრი შიოლაშვილმა ირინა ენუქიძეს მიუძღვნა. ცნობილი ვიდეო-ინტერვიუს, რომელშიც ირინა ენუქიძე შვილის მკვლელობის დეტალებზე საუბრობს, მეუფე დიმიტრიმ კომენტარად დაურთო-“უკომენტაროდ“.

 

 

კომენტარები
იტვირთება...