მეუფე დიმიტრი: ის რაც ჩვენ ვიხილეთ, ძალადობა ჟურნალისტებზე და მოსახლეობაზე – ამას ქრისტიანობასთან საერთო არაფერი აქვს

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი, 5 ივლისის მოვლენებს სპეციალური განცხადებით ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ჟურნალისტებზე და სხვა მოქალაქეებზე განხორციელებულ ძალადობას, ქრისტიანობასთან საერთო არაფერი აქვს.

„წმინდა ბასილი დიდი ბრძანებს: „ნუ ჰკურნავ ბოროტებას ბოროტებით“. ბოროტება მხოლოდ სიყვარულით შეიძლება განიკურნოს.
ის რაც ჩვენ ვიხილეთ 5 ივლისს, ძალადობა ჟურნალისტებზე და მოსახლეობაზე – ამას ქრისტიანობასთან საერთო არაფერი აქვს“,- აღნიშნულია მიტროპოლიტის განცხადებაში.

კომენტარები
იტვირთება...