მეუფე ანტონი ჟურნალისტებს: თქვე მოძალადეებო, თქვენ უწევთ პროპაგანდას გარყვნილებას

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა, მეუფე ანტონმა ჟურნალისტებს მოძალადეები უწოდა და “ტვ პირველის” ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებაშიც მედია დაადანაშაულა.

“ნუ უკეთებთ ცუდ კომენტარებს… ეს ელჩი რომ დაგვიჯდა და თითებს გვიქნევს, თვითინ მოძალადეები მოძალადეებს რომ გვიწოდებენ. ტვინი რომ გამოგირეცხეს ნარკოტიკებით და ფსიქოტროპული წამლებით…შეხედეთ რაებს წერთ.

თქვენი ძალადობრივი სიმართლიდან ჩვენი სიმართლე რომ დავიცვათ გვიწევს მოწოდება ხალხის, რადგან გვახვევთ თავზე. თქვენ ახალისებდით ყველაფერს, თქვენ ახალისებთ გარყვნილებას, თქვე მოძალადეებო, თქვენ უწევთ პროპაგანდას თითოეული თქვენგანი. თქვენ გარდააცვალეთ (ლექსო ლაშქარავა) თქვენზეა პასუხისმგებლობა, იცით რუსთაველზე რომ გამოხვალთ, ხალხის სიმებს ეხებით, სწირავთ, თქვენ ხართ პასუხისმგებელი მის მკვლელობაზე. რატო გვილახავთ ღირსებას უმრავლესობას. უმრავლესობაზე ძალადობთ, თქვე მოძალადეებო, თქვენ სახელს ჩვენ ნუ გვარქმევთ. დაიმსახურეთ. თქვენ მოგწონთ რომ ძალადობთ ჩვენზე?” – ამბობს მეუფე ანტონი.

კომენტარები
იტვირთება...