მეუფე ანტონი: თუ საერო პედაგოგს ხელფასი 1200-1600 ლარი ეკუთვნის, მე ძველი ბიუჯეტი მაქვს და პედაგოგი გამირბის

ვანისა და ბაღდათის ეპაქრიის მიტროპოლიტი, მეუფე ანტონი საქართველოს საპატრიარქოს დაფინანსების გაზრდის მომხრეა, მაგრამ რადგან მედია და საზოგადოების ნიწილი არ ფიქრობს, რომ მთავრობას ეკლესიის ხელშეწყობა უნდა, ამიტომ არ აკეთებს ამას.

ამის შესახებ მეუგე ანტონმა “ტვ პირველის” ეთერში ინგა გრიგოლიას გადაცემა “რეაქციაში განაცხადა.

” თქვენ რომ ფიქრობდეთ, რომ მთავრობას ჩვენი ხელშეწყობა უნდა, ამას გააეთებდა, მაგრამ სწორედ ამიტომ არ აკეთებს მთავრობა, რომ მიადგებით… “-განაცხადა მეუფე ანტონმა.

შეკითხვაზე, არის თუ არა მისი სურვილი ბიუჯეტის გაზრდა, მეუფე ანტონმა უპასუხა:

” რა თქმა უნდა, არის. დოლარი, რომ 1, 25 ლარი ღირდა, ეკლესიაში სანთელი მაშინ ღირდა 20 თეთრი და ეკლესიაში სანთელი დღესაც 20 თეთრი ღირს. ეკონომიკა სამჯერ დაეცა. მთავრობამ მიიღო კანონი პედაგოგების ხელფასების გაზრდაზე თავისი დანამატებით. მე გამირბის პედაგოგები, რომელსაც აქვს ხარისხი. თუ საერო პედაგოგს ხელფასი 1200-1600 ლარი ეკუთვნის, მე ძველი ბიუჯეტი მაქვს და პედაგოგი გამირბის. სკოლებიდან ვინც პენსიაზე წავიდნენ, ისინი უნდა მივიღო, ჩემი გიმნაზიის და სხვა სკოლის დონე ერთი იქნება? მე თანხა იმისთვის მჭირდება, რომ შევინარჩუნო ის კვალიფიცირებული პედაგოგები, რომლებიც ცემი გიმნაზიის პრესტიჟს ეწევიან” -განაცხადა მეუფე ანტონმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად