მეუფე ანტონი მედიას: რა გინდათ, აღმსარებელი ვიყო თქვენი? რა მაქვს სანანებელი?

“რა გინდათ, აღმსარებელი ვიყო თქვენი? რა მაქვს სანანებელი?” – განუცხადა ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა, მეუფე ანტონმა ჟურნალისტებს.

მეუფე ანტონმა, საკუთარ განცხადებებზე ისაუბრა და განაცხადა:

” ჩემი სიტყვა არაა თავისუფალი და ჩემთან არაა დემოკრატია? რატომ დაარქვით ამას ფერიცვალება? მე ვამბობ – თუკი ასეთია ევროპა, გინდათ? ჩემთვის გავაკეთე დასკვნა – თუკი ეს ადამიანები იმათი ხალხია და ასე იქცევიან, რა დასკვნა გამოდის? ეს რატომაა ფერიცვალება? საიდან მოგდით ეს აზრები? რატომ უჩიჩინებთ? მე რას ვნანობ, თქვენი აღმსარებელი არ ვარ.

რა მაქვს სანანებელი? მე ვთქვი, ასეთი შეძრწუნებული ვარ თქვენი მოქმედებებით, მედიასაშუალებების მოქმედებით ვარ შეძრწუნებული “, – განაცხადა მეუფე ანტონმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად