მეუფე ანტონი ინგა გრიგოლიას: მედიის გარკვეული ნაწილი ეკლესიის პირდაპირი მტრები ხართ

ასე მიმართა ვანისა და ბაღდათის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე ანტონმა გადაცემა “რეაქციის” წამყვანს, ინგა გრიგოლიას.

წამყვანის განმარტებაზე, რომ ეს ასე არ არის, მეუფე ანტონმა განმარტა, რომ ეს მისი აზრია საკუთარ თავზე და ტელევიზიების ყურებისას სულ სხვა აზრი რჩება.

“კომუნისტების დროს ხალხს აბსოლუტურად ყველაფერი ჰქონდა, ბედნიერები იყვნენ გარკვეულწილად. ეკლესია აკლდათ, წითელი კვერცხი… აღდგომებზე არ უშვებდნენ და ხალხი აჯანყდა. იგივე სიძულვილით ეწვიან ეკლესიის წინააღმდეგ ზიზღს. ერთი კაცი მივიდა ექიმთან, მიშველეო… რაშია საქმეო?- ექიმმა ჰკითხა. მეზობლები რომ დიდი ხანია არ მელაპარაკებიან და  მივეჩვიო, ნათესავები რომ არ მელაპარაკებიან, ამასაც მივეჩვიეო, ახლა ცოლ-შვილი არ მეპალარაკება და მიშველეო… პრობლემა იმაშია, რომ მე მგონია ველაპარაკები და თურმე, არ ველაპარაკებიო. ექიმმა უთხრა: ამოიღებ ხმას თუ გაგაგდოვო… გულში თქვენ რას ფიქრობთ, არ ვიცი, მაგრამ გარედან ვუყურებთ ჩვენ”-განაცხადა მეუფე ანტონმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად