მეუფე ანტონი: 59 თეთრი არ უღირს თითო კაცს, რომ მართლმადიდებლურ ეკლესიას გადაურიცხოს?!

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი მეუფე ანტონი თავის ქადაგებაში ეკლესიისთვის გადაცემულ ტყის მასივზე საუბრობს.

“ამათი უნიჭო გაგებით არის ის, რომ სახელმწიფო, თურმე, ჩვენ წინასაარჩევნოდ გვყიდულობს. რა მნიშვნელობა აქვს თქვენთვის, ვინ განკარგავს ტყეს, როდესაც ის თქვენი კუთვნილება არაა. თუ ამბობთ რომ ეკლესია გაყიდის, რა გარანტია გაქვთ, რომ ეკლესია არ გაყიდის.

3 მილიონნახევარი ცხოვრობს საქართველოში და 25 მილიონი რომ გაყო 3 მილიონნახევარზე, 59 თეთრი გამოდის. 59 თეთრზე მეტს არ აკეთებს ეკლესია ქვეყნისთვის?! ნებისმიერი ტელევიზია, ნებისმიერი ინტიტუტი 140 მილიონს ღებულობს. გაცილებით მეტს ღებულობენ და რას გვაყვედრით, 59 თეთრს?! ხალხის ფულიო, 59 თეთრი არ უღირს თითო კაცს, რომ მართლმადიდებლურ ეკლესიას გადაურიცხოს?! ამას ჩვენ ასე არ დავტოვებთ! – აღნიშნა მღვდელმთავარმა ქადაგებისას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად