მეუფე ანდრია: დეკანოზი მამალაძე გამოძიების წინაშე უარყოფს მომწამლავ ნივთიერებასთან კავშირს

მეუფე ანდირა გვაზავა, რომელიც გუშინ ბრალდებული დეკანოზ გიორგი მამალაძესთან საპატიმროში იყო გადაცემა "პრიორიტეტში" აცხადებს, რომ დეკანოზი უარყოფს გამიძებასთან, რომ მომწამლავი ნივთიერება მასთან რაიმე კავშირშია. მან აგრეთვე, მოქალაქეებს ეკლესიის ირგვილ მიმდინარე მოვლენების გამო ბოდიში მოუხადა. 

"ჩვენს მოქალაქეებს მოვუბოდიშებ იმის გამო, რომ ამ ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენს გამო, ეკლესიის გამო, სასულიერო პირების გამო ეგოდენ დიდი ვნებათაღელვა არსებობს. პირიქით ეკლესია არის ადგილი სიმშვიდისა, წყარო სიმშივიდისა, იმედისა და მხნეობისა, რომელიც ეგოდენ საჭიროა ადამიანისათვის. დარწმუნებული ვარ ყველაფერი გაირკვევა და დალაგდება და სიმართლე გამოჩნდება. რა თქმა უნდა საგამოძიებო ორგანოებს გააჩნიათ ის მასალა ხელთ რის საფუძველზეც დააკავეს მამა გიორგი. მამაო უარყოფს გამოძიების წინაშე ამ ნივთიერების კავშირს მასთან", – განაცხადა მამა ანდირია გვაზავამ. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად