მეუფე ანდრია დეკანოზ მამალაძეზე: უწმინდესობამ ბრძანა, რომ ის საკმარისად იტანჯა

მისმა უწმინდესობამ ბრძანა, რომ ის საკმარისად იტანჯა”,- ამის შესახებ, გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრია გვაზავამ კურიერის ეთერში განაცხადა.

“ეკლესია არანაირად იძულებული არ იყო, მინდა გითხრათ, რომ ეს იყო პატრიარქის სიყვარულისა და მოწყალების ქმედება. მისმა უწმინდესობამ ბრძანა, რომ ის საკმარისად იტანჯა. მხოლოდ ეს იყო მიზეზი, მისი მდგომარეობა და მისი ოჯახის თხოვნა. დასახელდა, რომ მისი დავრდომილი მდგომარეობა შეიძლებოდა ფსიქოლოგიური მიზეზით ყოფილიყო,”- განაცხადა ანდრია გვაზავამ

შეგახსენებთ, საპატრიარქოს წმინდა სინოდის განჩინებაში აღნიშნულია, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს სინოდი შეწყალების თაობაზე პრეზიდენტთან უშუამდგომლებს.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად