მეუფე ანდრია: არ მაქვს უფლება მეუფე იაკობის სიტყვები ვუარყო ან ეჭვი შევიტანო

ამის შესახებ გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია გვაზავამ გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა. 

“მეუფე იაკობის პირველი განცხადება შეფასებული იყო ისე, რომ მან ეს გააკეთა არაფხიზელ მდგომარეობაში. ამიტომ, ძალზედ უხერხულად მიმაჩნია, არათუ განცხადება, არამედ ნებისმიერი მოქმედება თუ ის ადამიანი არაფხიზელ მდგომარეობაშია, ამაზე კომენტარი გავაკეთო. ეს ჩემი მხრიდან არაეთიკური იქნება. იმიტომ რომ შეიძლება მეც ვიყო ნასვამი და არასწორი რაღაც ჩავიდინო, ეს კი არ მამართლებს, ჩემი სურვილი იქნებოდა რომ მაპატიეთ… პირველ განცხადებაზე მეუფე იაკობმა თვითონ მოუბოდიშა საზოგადოებას მისი ლექსიკისთვის და ვთვლი, რომ ჩემი კომენტარი ზედმეტია.

მეორე განცხადებას ვერც ვუარყოფ და ვერც დავადასტურებ. იმიტომ რომ მან დაასახელა რამდენიმე სასულიერო იერარქი რომელთანაც ანალოგიური შეხვედრა უნდა ყოფილიყო. ამ  დასახელებული ჯგუფიდან ორმა მეუფე გრიგოლმა და მეუფე პეტრემ განაცხადა, რომ მათ ამგვარი შეხვედრა არ ჰქონიათ. აქ მე რა უნდა ვივარაუდო? მეუფე იაკობთან ამ განცხადების შემდეგ მე არ მქონია კომუნიკაცია” – განაცხადა მამა ანდრიამ.

ჟურნალისტის კითხვაზე, გჯერათ თქვენ რომ მაღალ სახელისუფლებლო კაბინეტებში იგეგმებოდა პატრიარქის ტახტიდან ჩამოშორება? გორისა და ატენის მიტროპოლიტმა განაცხადა:  

“გამოვთქვამ ვარაუდს საქართველოს ყოფილ პრემიერმინისტრთან დაკავშირებით, რადგან ვიცი რა მისი დამოკიდებულება და ღრმა მოკრძალება პატრიარქისადმი, მხოლოდ და მხოლოდ შესაძლებლობაში ვუშვებ, როდესაც პატრიარქმა დაასახელა მოსაყდრე. რომ ბატონი გიორგის მხრიდან შეიძლება დასმული ყოფილიყო შეკითხვა, ხომ არ არის მოსალოდნელი…
როდესაც მეუფე შიო გამოცხადდა უწმიდესობის ტახტის მოსაყდრედ, განა ყველას არ გაგვიჩდა ჩვენ ეს მოსაზრება შესაძლებელია პატრიარქი გადადგეს?
მე არ მაქვს უფლება მეუფე იაკობის სიტყვები კატეგორიულად ვუარყო ან ეჭვი შევიტანო, იმიტომ რომ მან იცის… მჯერა რომ მეუფე იაკობი არაფერს იგონებს”, – განაცხადა მამა ანდრიამ. 

ცნობისთვის, პატრიარქის უკვე ყოფილმა ქორესპისკოპოსმა მეუფე იაკობმა 26 ოქტომბერს სკანდალური განცხაებები გააკეთა და თქვა, რომ მას პატრიარქის გადაყენებასთან დაკავშირებით „ეჩალიჩებოდნენ“. ამ საკითხზე საუბრისას მეუფე იაკობმა აღნიშნა, რომ შეხვედრა მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტში შედგა, რომელსაც, მისივე თქმით, ვახტანგ გომელაური და გიორგი გახარია ესწრებოდნენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად