მეუფე ანდრია: აგვისტოს ომის დროს პატრიარქმა გენერალ ბორისოვს ცხინვალში შესვლა სთხოვა

გორისა და ატენის მიტროპოლიტი, მეუფე ანდრია 2008 წლის აგვისტოს ომის დროს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ქმედებებს უღრან ტყეში მზის სხივის ჩამოვარდნას ადარებს. როგორც მან გადაცემაში "რეაქცია" განაცხადა, აგვისტოს ომის დროს პატრიარქმა გენერალ ბორისოვს ცხინვალში შესვლა სთხოვა.

"აგვისტოს ომის დროს პატრიარქის გორში ჩამოსვლა ჩემთვის იყო ის, კაცი უღრან ტყეში რომ მოხვდები, სიბნელეა ვერ არჩევ ნორმალურად ვერაფერს და მზის სხივი რომ ჩამოვარდება. უღრან ტყეში მზის სხივივით იყო პატრიარქის ჩამოსვლა. პატრიარქი შეხვდა ბორისოვს, იქ სხვა ოფიცრებიც იყვნენ, მათაც შეხვდა უწმინდესი. 

შესაძლოა ბევრმა არ იცის, პატრიარქი არის პრინციპული და შეუძლია იყოს ძალიან კატეგორიული ყველაზე სახიფათო, რთულ ვითარებაში. პატრიარქმა მოსთხოვა ბორისოვს, რომ ცხინვალში შესულიყო და იქ უკვე ვენი მხარე ჩაერია და უსაფღთხოების გარანტიების არარსებობის გამო სთხოვეს პატრიარქს, რმ ეს ნაბიჯი არ გადაედგა",-განაცხადა მეუფე ანდრიამ.   

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად