მკვლევარებმა განაცხადეს, რომ ნიუ-იორკში კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს, რომელსაც ვაქცინების ეფექტურობისა და სხეულის ბუნებრივი იმუნური რეაქციის შემცირება შეუძლია, იუწყება CNN.
მეცნიერებმა ახალ შტამს B.1.526 უწოდეს.
”ეს არის საგანგაშო ახალი ვარიანტი, რომელიც ჩვენს პაციენტებს შორის ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში გამოჩნდა”, – წერს კოლუმბიის უნივერსიტეტის გუნდი თავის მოხსენებაში.