მეცნიერებმა ჰარი პოტერის მსგავსი უჩინმაჩინის მოსასხამის მატერია შექმნეს

მსოფლიოში პირველად, მეცნიერებმა ჰარი პოტერის უჩინმაჩინის მოსასხამის სუპერ-თხელი მატერია შექმნეს, – აღნიშნულის შესახებ საინფორმაციო პორტალი Mashable წერს.

კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა, მსოფლიოში პირველად ჰარი პოტერის უჩინმაჩინის მოსასხამის პატარა მატერია შექმნეს, რომლის სისქე მხოლოდ 80 ნანომეტრია. მოსასხამი ძალიან პატარა კუბიკის მსგავსი "ნანოანტენებით" არის გაწყობილი, რომელიც მასზე მოხვედრილ სინათლის ტალღების მარშრუტს ობიექტიდან შორს გასტყორცნის, რის შედეგადაც იგი უხილავი ხდება. მიუხედავად იმისა, რომ მოსასხამი 2D-ს განზომილებისაა, მას 3D ობიექტის გადაფარვაც შეუძლია. კალიფორნიის სამეცნიერო ჟურნალში სპეციალური სტატია მიეძღვნა ახალ გამოგონებას, რომელშიც მოსასხამს ასე ახასიათებენ – "ულტრა-თხელი უხილავი მოსასხამი ხილვადი ნათებისთვის".

კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად