მეცნიერები ვარაუდობენ, რომ გლობალური წყალდიდობა 2 100 წლისთვის მოხდება

ახალი გლობალური წყალდიდობა ასი წლის შემდეგ დადგება. ამის შესახებ ნათქვამია სამეცნიერო ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნებულ გამოკვლევაში.

ზღვის დონის ამაღლების გლობალური საფრთხე იზრდება აქტიური დინებების, ტალღების და ქარიშხლის რაოდენობის ზრდის გამო. ექსპერტების აზრით თუ კაცობრიობა არ მიიღებს რაიმე ზომებს, მაშინ 2 100 წლისთვის მიწის დიდი ნაწილი წყლის ქვეშ აღმოჩნდება. კერძოდ, სანაპირო ზონები დაიტბორება დაახლოებით 50 პროცენტით.

ტერიტორიების დატბორვა პირველ რიგში ემუქრება რეგიონებს, რომლებიც მდებარეობს ზღვის დონიდან დაახლოებით 10 მეტრ სიმაღლეზე. ყველაზე ცუდი სცენარით, შესაძლოა, სანაპირო წყალდიდობის შედეგად დაზარალდეს დაახლოებით 287 მილიონი ადამიანი ანუ მსოფლიოს მთლიანი მოსახლეობის 4 პროცენტი. ფულადი თვალსაზრისით, კატასტროფამ შეიძლება 14 ტრილიონი აშშ დოლარის ზარალი გამოიწვიოს, რაც მსოფლიოს მთლიანი შიდა პროდუქტის 20 პროცენტია.

იმისდა მიუხედავად, რომ ზღვის საშუალო დონე შედარებით ნელა იზრდება, მეცნიერებმა საფრთხე დაინახეს შემთხვევებში. მელბურნის უნივერსიტეტის მეცნიერის თანახმად, ტალღების, წყალდიდობის და სხვა ბუნებრივი ელემენტების დესტრუქციული ძალა დროთა განმავლობაში იზრდება.

ექსპერტებმა მოახერხეს დედამიწის იმ ტერიტორიების სიმულაცია, რომლებიც შესაძლოა 2 100 წელს წყლის ქვეშ აღმოჩნდეს. რუკის მიხედვით, შეერთებულ შტატებში დაიტბორება ჩრდილოეთ კაროლინას, ვირჯინიისა და მერილენდის შტატების ტერიტორიები, აზიაში – ჩინეთის ზოგიერთი რაიონი, ბანგლადეში, ინდოეთი, ოკეანეთში – ავსტრალიის ჩრდილოეთ ნაწილში. ევროპაში, გერმანიისა და საფრანგეთის ჩრდილოეთი ნაწილი მნიშვნელოვნად დაზარალდება, დიდი ბრიტანეთი კი დასახელდა გლობალური წყალდიდობის მთავარ მსხვერპლად.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად