A1 ბანერი

მეცნიერებათა აკადემიამ შესაძლოა, 5 წლიანი სამეცნიერო სტიპენდიები დააწესოს

მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ შესაძლოა, 5 წლიანი სამეცნიერო სტიპენდიები დააწესოს, – ცვლილებას, „მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ კანონპროექტი ითვალისწინებს, რომლის ინიციატორიც პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავჯდომარე ივანე კიღურაძეა.

კანონპროექტის თანახმად, მეცნიერებათა აკადემიაში წევრ-კორესპოდენტთა ინსტიტუტი ეტაპობრივად სტიპედიანტთა ინსტიტუტით ჩანაცვლდება. 

მოქმედი კანონმდებლობით, აკადემიის წევრ-კორესპოდენტებს მთელი სიცოცხლის განმავლობაში ენიშნებათ ანაზღაურება თვეში არანაკლებ 1000 ლარის ოდენობით. თუმცა, მათი არჩევა აღარ ხდება. 

პროექტის მიხედვით, კი სტიპედიანტი 5 წლის ვადით აირჩევა და მათი ანაზღაურება თვეში არანაკლებ 1000 ლარი იქნება. ერთიდაიმავე პირის სტიპედიანტად არჩევა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ორჯერ. 

წევრ-კორესპოდენტთა და სტიპედიანტთა საერთო რაოდენობა 40-ს არ უნდა აღემატებოდეს, შესაბამისად, კანონის ამოქმედების შემთხვევაში შესაძლებელი იქნება 9 სტიპედიანტის არჩევა, რადგან ამჟამად აკადემიაში 31 წევრ-კორესპოდენტი ირიცხება. 

როგორც განმარტებით ბარათშია აღნიშნული, ვინაიდან წევრ-კორესპოდენტების არჩევა აღარ ხდება,მომავალში გამოკლებულ წევრ-კორესპოდენტთა ხარჯზე აკადემიის სტიპედიანტთა რაოდენობა გაიზრდება. 

აკადემიის სტიპედიანტად შეიძლება არჩეულ იქნას დოქტორის აკადემიური ხარისხსის ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხის პირი, რომელიც არის საერთაშორისო დონეზე აღიარებული სამეცნიერო ნაშრომების ავტორი. 

აკადემიის სტიპედიანტად არჩევის ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 50 წელს, იგი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე და მოღვაწეობდეს საქართველოში. 
იმ შემთხვევაში თუ, აღნიშნულ კანონპროექტს პარლამენტი დაამტკიცებს,სტიპედიანტების ანაზღაურებისთვის საჭირო იქნება 20017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში დამატებით 108 000 ლარის გათვალისწინება. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...