გორში, მეცხრეკლასელის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის გამო პედაგოგს ათავისუფლებენ

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ორთაშენის საჯარო სკოლის პედაგოგს მეცხრე კლასის მოსწავლეზე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი დაუდასტურდა.

ორთაშენის საჯარო სკოლის პედაგოგს შვილის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის მშობელმა უჩივლა.

როგორც “აიპრესს” გორის საგანმანათლებლო რესურცენტრში განუცხადეს, პედაგოგი სკოლიდან დირექტორის ბრძანების შემდეგ წავა.

” მოსწავლე შევიდა დირექტორთან და შესჩივლა. ფაქტის შესახებ. შემდეგ, მშობელმა შეიტანა განცხადება. დირექტორის რეაგირება იყო აბსოლუტურად კანონიერი. დისციპლინურ კომიტეტს მიმართა, რომ გამოეკვლიათ საკითხი. დისციპლიურმა კომიტეტმა მოიკვლია აღნიშნული საკითხი. ახსნა-განმარტება დააწერინა კლასის ყველა მოსწავლეს, მშობლების თანდასწრებით, რა თქმა უნდა, ფაქტი კი დაუდასტურდა.

როგორც ვიცი, პედაგოგმა განმარტება არ გააკეთა. აპროტესტებს, უარყოფს ფაქტს. შესაძლებელია რომ მან გააპროტესტოს და მიმართოს სასამართლოს. ამის უფლება აქვს. ბრძანება არ დაუწერია ჯერ დირექტორს, დისციპლინურმა კომიტეტმა პარასკევს მისცა დასკვნა და რეკომენდაცია სკოლიდან გათავისუფლებაზე.

დირექტორი იმოქმედებს დისციპლინური კომიტეტის საფუძველზე. ალბათ, ორშაბათს, იქნება დირექტორის ბრძანება გათავისუფლებაზე”,-ამბობსენ რესუსრცენტში.

ამასთან, მათი ინფორმაციით, მასწავლებლის მხრიდან მეცხრეკლასელი ბიჭის მიმართ, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა არაერთხელ ყოფილა .

” ეს იყო სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. დამამცირებელი სიტყვებით მიმართა. როგორც კომიტეტის სხდომაზე ბავშვს უთქვამს, ეს არ იყო პირველი შემთხვევა. ბავშვი ასე ამბობს. კანონი დაატოვებინებს ამ პედაგოგს სკოლას”,-ამბობენ “აიპრესთან” გორის რესურსცენტრში.

მასალა მოამზადა თეონა ციხიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად