მეცხრე მოწვევის პარლამენტში არსებულ ვაკანტურ თანამდებობებზე წარდგენილი დეპუტატები აირჩიეს

საკადრო ცვლილებებზე კენჭისყრა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ჩატარდა, რომელსაც ოპოზიცია არ ესწრება.

პირველი ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე გიორგი ვოლსკის კანდიდატურას სესიაზე მხარი დაუჭირეს, ვიცე-სპიკერი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე გახდა. ასევე, ვიცე-სპიკერი გახდა გიორგი კახიანი.

რაც შეეხება საპარლამენტო კომიტეტებს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დაიკავა ირაკლი ბერაიამ, ევროინტეგრაციის კომიტეტს დავით სონღულაშვილი ხელმძღვანელობს.

ამასთან, პარლამენტის განათლების კომიტეტის ახალი თავმჯდომარე გენადი მარგველაშვილია.

აღნიშნული საპარლამენტო თანამდებობები ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც პროტესტის ნიშნად საპარლამენტო უმრავლესობა და საპარლამენტო თანამდებობები 12 დეპუტატმა დატოვა. მათი პროტესტი 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაზე ჩაგდებამ გამოიწვია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად