მეცხრე მოწვევის პარლამენტის მუშაობა დასრულდა

რეგლამენტის თანახმად, პარლამენტმა მოქმედი შემადგენლობით პლენარული სხდომების გამართვა არჩევნებამდე ერთი თვით ადრე უნდა შეწყვიტოს.

მე-9 მოწვევის პარლამენტი მუშაობას 2016 წლის 18 ნოემბერს შეუდგა და  ოთხი წლის განმავლობაში ორი თავმჯდომარე გამოიცვალა.

მე-9 მოწვევის პარლამენტმა მიიღო არაერთი კანონპროექტი, რომელთა შორის, საკონსტიტუციო ცვლილებები, ცვლილებები “საერთო სასამართლოების შესახებ” კანონში და  „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებები, რითაც ქვეყანა ნაწილობრივ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადავიდა.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად არჩეული საკანონმდებლო შემადგენლობის უფლებამოსილების ცნობამდე, მოქმედი პარლამენტის სრულ შემადგენლობას უნარჩუნება სადეპუტატო უფლებამოსილება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად