მეტრეველი: უკვე გაუგებარია ზაზა სარალიძის მოთხოვნები, ეს “ნაცმოძრაობის” მიტინგში გადაიზარდა

მოკლული ბუტა რობაქიძის დედის, ია მეტრეველის შეფასებით, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის მოთხოვნები "ნაციონალური მოძრაობის" მიტინგში გადაიზარდა.

"გუშინ მე ჩემი დამოკიდებულება, ჩემი სამძიმარი გარდაცვილის ბავშვის მამისადმი არაერთხელ გამოვხატე. დღევანდელ დღეს კი, უკვე ყველაფერს სხვანაირად ვხედავ.

ჩემთვის უკვე გაუგებარია ზაზა სარალიძის მოთხოვნები, რადგან ეს უკვე გადაიზარდა "ნაციონალური მოძრაობის" რევანშით შეპყრობილი და ხელისუფლებაში დაბრუნების სურვილით შეპყრობილი "ნაციონალური მოძრაობის" მიტინგში. აქ უკვე უბედური ბავშვი აღარვის ახსოვს. მინდა მას ვუთხრა, პირველ ვიდგებოდი ამ ადამიანის გვერდში, თუმცა მის გვერდში დგანან ჩვენი შვილების დამხოცავი პარტიის წარმომადგენლები", – განაცხადა ია მეტრეველმა ტელეკომპანია "იმედთან".

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად