მეტრეველი: სააკაშვილის ინტერვიუ IWPR-თან არის საკუთარი იდიოტიზმის აღიარება!

ამის შესახებ ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში წერს.

“კი ვთქვი გუშინ მეტს არაფერს დავწერ ამ თემაზეო, მაგრამ ახლა ეს ინტერვიუ შემხვდა და გგაიჟებული ვარ!
ტიპი პირდპაირ ამბობს, რომ არანარი წიანსწარ დამუშავებული სტრატეგია და სამხედრო გეგმა არ გვქონდა ომთან დაკავშირებითო და გონია კარგ რამეს ამბობს.

როდესაც შენი მტერი რუსეთია, გაქვს ორი ცხელი წერტვილი, როგორ არ უნდა გქონდეს წანსწარ დმაუშავებულოი გეგმა, რას გაკეთებ ომის დაწყების შემთხვევაში?! პუტინს ქონდა ეს გეგმა 2006 წლიდან, როგორც თავდ თქვა და იმიტომაც თქვა, რომ ასეთ სიტუაციაში ყველა ნორმალურ ქვეყანას უნდა ქონოდა ასეთი გეგმა, შენ კი თან იმას იძახი, სულ ომის ზღვარზე ვიყავითო და თან არანაირ გეგმას არ ვამუშვებდით, ვერ გავთვალე პუტინი თუ ამას იზამდა, რადგან დასვალეთი მარმწუნებდა არ იზამსო. ყოველი შემთხვევისთვის გეგმის დმაუშავებას, რომ მერე დბანეული არ შეხვდე ომს, რა უშლიდა ხელს?! ეს ხომ უპასუხისმგებლობის პიკია?!
ეს ინტერვიუ არის საკუთარი იდიოტიზმის აღიარება!”- წერს მერაბ მეტრეველი.

ცნობისთის, ექსკლუზიური ინტერვიუ საქართველოს მესამე პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან ინგლისურ ენაზე ჩაწერა Institute for War and Peace Reporting-ის (IWPR) კორესპონდენტმა ვაჟა თავბერიძემ. ინტერვიუს ქართულ თარგმანი  IWPR და „სამოქალაქო საქართველო“ (Civil Georgia) გამოაქვეყნა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...