“მეტისმეტი მიმზიდველობის” გამო რუსეთში თანაკლასელს ჯერ სახე დაუსერეს, შემდეგ მოკლეს

რამდენიმე დღის წინ რუსეთის საინფორმაციო საშუალებები არხანგელსკში ორი მოზარდის მიერ ყოფილი თანაკლასელის მკვლელობის შესახებ იუწყებოდა.

30 ივნისს, არხანგელსკში, სარკინიგზო ხაზთან ახლოს მდებარე მიტოვებულ მშენებლობაზე შემთხვევითმა გამვლელებმა 17 წლის ვიქტორია ავერინის გვამი ნახეს. პოლიცის თქმით, ჩანდა, რომ ის “სასტიკად ნაწამები”და შემდეგ მოკლული იყო, სავარაუდოდ, მანიაკი მამაკაცის მიერ.

დაახლოებით ორ კვირაში პოლიციამ 16 წლის ასაკის გოგონები, მოკლულის მეგობრები და ყოფილი თანაკლასელები, დააკავა. პოლიცია იუწყებოდა, რომ დაკავებულების, ლინა და ირინას მონაყოლის თანახმად, 29 ივნისს მათსა და ვიქტორიას შორის მოხდა ჩხუბი რა დროსაც ერთ-ერთმა ორჯერ ჩაარტყა ბოთლი მეგობარს თავში და რამდენჯერმე დაუსერა სახე მინის ნატეხებით, მეორეს კი ამ დროს ვიქტორია ჰყავდა ხელით დაჭერილი.

19 ივლისს ბრიტანულმა პორტალმა არხანგელსკსი ჩადენილი მკვლელობის შესახებ სტატია გამოაქვეყნა და მკითხველს აუწყა, რომ მათთვის ცნობილი გახდა 17 წლის ვიკა ავერინას მკვლელობის შესახებ ახალი ფაქტები გახდა ცბობილი.

პორტალი გამომძიებელთან დაკავებულების ნაამბობზე დაყრდნობით წერს, რომ ვიკა, ლინა და ირინა ერთ კლასში სწავლობდნენ, მეგობრები იყვნენ და მათი მეგობრობა მაშინაც გაგრძელდა, როდესაც ვიკამ გადაწყვიტა, რომ კოლეჯში გადასულიყო და შეფ-მზარეულის პროფესიას დაუფლებოდა. ვიკა ფიზიკურად სუსტი, მაგრამ ლამაზი გოგო იყო, საპირისპირო სქესის წარმომადგენლებში მოწონებით სარგებლობდა მშვენივრად გრძნობდა ამას და, დაკავებულების თქმით, მათზე ლამაზად მიაჩნდა თავი, ქედმაღლურად, დამამცირებლად იქცეოდა მათთან.

ვიკა ფიზიკურად მასზე ბევრად ძლიერმა მეგობრებმა მოგონილი საბაბით შეიტყუეს მიგდებული მშენებლობის ტერიტორიაზე, სადაც ერთ-ერთმა იგი გააკავა, მეორემ კი ორჯერ ჩაარტყა მას თავში ბოთლი, სახე დაუსერა მინის ნამტვრევებით და შემდეგ დაახრჩო იმის გამო, რომ “ის იყო მეტისმეტად მიმზიდველი”

დაკავებულებს 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

მასალა მოამზადა რაულ კაპანაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...