მეთოფიშვილი: თავხედობაა, რასაც პოლიტიზირებულ NGO-ებთან და ბესელიასნაირ პოლიტიკოსებთან ერთად გვთავაზობენ

“მე ადრე უკვე ვთქვი, რომ რასაც ბოლო პერიოდში პოლიტიზირებული ეკა გიგაური, ასევე პოლიტიზირებულ სულხან სალაძესთან, ანა დოლიძესთან, ნაზიბროლა ჯანეზაშვილთან, ასევე, რამოდენიმე სხვა პოლიტიზირებულ NGO-სთან და ბესელიასნაირ პოლიტიკოსებთან ერთად გვთავაზობენ, ამას შეიძლება ეწოდოს – თავხედი და ზღვარსგადასული თვითნებობა!” – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი სერგო მეთოფიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

“თუმცა, ბოლო დღეებში სიტუაცია მკვეთრად გაუარესდა, კერძოდ, აშკარად დაიწყო მოსამართლეების დევნა, ამასთან, ხშირად ისმის მუქარა მოსამართლეების მისამართით! ასე მაგალითად, გედევან ფოფხაძემ გიშინ დაჭერით დაემუქრა მოსამართლეებს!

მანამდე ზემოთ მითითებული პირები ითხოვდნენ, რომ სასამართლოში უნდა განხორციელდეს წმენდა! ითხოვდნენ, რომ მოსამართლეები არ უნდა დაწინაურდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი მუშაობდნენ წინა რეჟიმის პირობებში და იყენებდნენ წინა რეჟიმის მიერ მიღებულ კანონებს! ითხოვდნენ კონსტიტუციური ორგანოს – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაშლას! ითხოვდნენ საბჭოს უფლებამოსილების შეზღუდვას და ა.შ..

რაც ყველაზე შემაშფოთებელია, ბოლო დღეებში პოლიტიზირებული NGO-ს წარმომადგენლები და ბესელიასნაირი პოლიტიკოსები თითქმის ყოველ დღე მოუწოდებენ საზოგადოებას, რომ საზოგადოების ზეწოლით ე.წ. “კლანის წევრები” მოსამართლეები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები (სულ, დაახლოებით 25 მოსამართლე) გაგდებულ უნდა იქნენ სასამართლო სისტემიდან! (გთხოვთ, ყურადღება გაამახვილოთ სიტყვებზე – “საზოგადოების ზეწოლით”!!!)

გუშინ საღამოს ქუჩაში გამვლელმა ჩემთვის უცნობმა ორმა მამაკაცმა, ძალიან აგდებული ტონით მკითხეს გადავდგები თუ არა, რაზედაც ვუპასუხე, რომ არ ვაპირებ არსად წასვლას. ამის შემდეგ მითხრეს: “ცოტა ხანი გიყურებთ კიდევ და თუ არ გადადგები შენ მეგობარ მოსამართლეებთან ერთად, ოჯახებიანათ გადაგასახლებთ!”

მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო:

1. ასეთი მუქარებით ვერავინ ვერ შემაშინებს! გადადგომას და არსად წასვლას არ ვაპირებ!

2. ამ მუქარის ფაქტზე და ასევე, ჩემსა და სხვა მოსამართლეების და მათი ოჯახების მიმართ მოსალოდნელი ძალადობის, შეურაცხყოფის და მსგავსი ხასიათის ფაქტებზე და ქმედებებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება:
– ეკა გიგაურს;
– სულხან სალაძეს;
– გიორგი მშვენიერაძეს;
– სოფო ვერძეულს;
– ანა დოლიძეს;
– ნაზიბროლა ჯანეზაშვილს;
– ეკა ბესელიას;
– ლევან გოგოჩაიშვილს;
– გედევან ფოფხაძეს;
– ლევან კობერიძეს;
– დავით ჭიჭინაძეს;
– გია ხუხაშვილს;

3. ღმერთმა ნუ ქნას, რომ ჩემი ოჯახის რომელიმე წევრს ეს როგორმე მართლა შეეხოს, მაშინ მე ვიცი რას გავაკეთებ…

მინდა მივმართო, ქვეყნის საკანონმდებლო ხელისუფლებას, აღმასრულებელ ხელისუფლებას!
მინდა მივმართო ჩვენ საეართაშორისო პარტნიორებს, საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებს! მინდა მივმართო საღად მოაზროვნე ყველა პოლიტიკურ ძალას და არასამთავრობო ორგანიზაციას, ყველა საღად მოაზროვნე ადამიანს!
ბატონებო და ქალბატონებო!

ამ ხალხის მოწოდებებმა ძალიან სახიფათო და საშიში პროცესები გამოიწვია!!!  უპასუხისმგებლო განცხადებებით თესავენ შუღლს და სიძულვილეს მისამართლეების და ზოგადად სასამართლოს მიმართ! პრაქტიკულად ხალხს მოუწოდებენ მოსამართლეების მიმართ ძალადობისაკენ!!! ნუ ხართ ამ უკანონობის და უპასუხისმგებლობის პასიური მაყურებლის როლში!!!

რას ელოდებით, სანამ მათი მოწოდებების შედეგად ქუჩებში დახოცვას დაგვიწყებენ???” – წერს სერგო მეთოფიშვილი Facebook-ში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...