მეთოფიშვილი: …დოლიძეები, ჯანეზაშვილები, სალაძეები და ა.შ. ისტერიკაში არიან! მათი უზნეობა პიკს აღწევს!

ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი სერგო მეთოფიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“პოლიტიზირებული კოლექტიური დოლიძეები, ჯანეზაშვილები, სალაძეები და ა.შ. სრულ აგონიაში და ისტერიკაში არიან! მათი უზნეობა პიკს ახწევს!

დოლიძემ საერთოდ სახე დაკარგა! გუშინ დოლიძე იმ შეხვედრაზე იყო, რომლის თაობაზე წინა პოსტი დავწერე და ბორჯომიდან განაცხადა, რომ “ფაქტობრივად, იუსტიციის სკოლა აწარმოებს ჯარისკაცებს კლანის შემადგენლობისთვის”(???).

წარმოიდგინეთ რამდენს ბედავს!!! ეს ხომ სასამართლო სისტემის ამაზრზენი და ბინძური შეურაცხყოფაა! იუსტიციის უმაღლესი სკოლის და მისი დამოუკიდებელი საბჭოს (ბორდის) შეურაცხყოფაა! განსაკუთრებით კი იმ ახალგაზრდა მოსამართლეების შეურაცხყოფაა, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში დაინიშნენ!!! აქედან უმეტესობას არც კი ვიცნობდი დანიშვნამდე!!!

როგორ ფიქრობთ დოლიძე, რომელიც ბედავს და ახლადდანიშნულ ნიჭოერ, კეთილსინდისიერ და მიუკერძოებელ ახალგაზრდა მოსამართლეებსაც კი ასე დაუსაბუთებლად, უსაფუძვლოდ და თავხედურად ესვრის ტალახს, რამეს სასიკეთოს გააკეთებს სასამართლო სისტემისათვის? ფაქტიურად ეს არის მტერი მთელი სასამართლო სისტემის!
რამდენი ხანია არის საბჭოს წევრი და არაფერი არ გაუკეთებია ლანძღვის გარდა!
რისთვის იღებს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის ტოლფას ხელფას? დამეთანხმეთ, რომ ის სიბინძურე რასაც დოლიძე აკეთებს ძალიან შორს არის ჯანსაღი კრიტიკისაგან!

არაფერს აღარ ერიდებიან!!! სიცრუე, მოსამართლეების შეურაცხყოფა და დაშინება, ძალადობისკენ მოწოდება, ბინძური ჭორების შეგროვება და გავრცელება, ფეიკ-კვლევების შექმნა და ყალბი ინფორმაციის ტირაჟირება, ბინძური და უზნეო ვიდეო რგოლების შექმნა და გავრცელება და ა.შ. … ეს არის კაპიტანი გიგაურის, კოლექტიური ჯანეზაშვილების, დოლიძეების, სალაძეების და მათნაირი პოლიტიკოსების სასამართლოზე თავდასხმის მეთოდები და ტაქტიკა!

მე ვფიქრობ, ეს ერთი მხრივ გახდა ძალიან სამარცხვინო, თუმცა მეორე მხრივ შეიძლება კარგიც იყოს, ვინაიდან ამ ფარისევლებმა ჩვენ საზოგადოებას ბოლომდე აჩვენეს თავისი რეალური სახეები და ის თუ როგორი სახიფათო და საშინლად ბინძური თავდასხმის მეთოდები გააჩნიათ!!!

ცრუ ინფორმაციის გავრცელებით ესენი ცდილობენ შექმნან საზოგადოებაში არაჯანსაღი, მტრული დამოკიდებულება სასამართლოს მიმართ. თუმცა, ავიწყდებათ რომ მათ არ გააჩნიათ საზოგადოებაში არანაირი ნდობა და საზოგადოებას არ სჯერა მათი!!!

ესენი არიან ცრუ, მატყუარა ხალხი! ყველაზე სახიფათო და საშიშია, რომ მატყუარა ადამიანები არ იცვლებიან, იცვლება მხოლოდ ნიღბები მათ სახეებზე!

და ბოლოს, მინდა მივმართო ჩემ კოლეგებს, ახლადდანიშნულ ახალგაზრდა მოსამართლეებს და საზოგადოებას: ვამაყობ, რომ ასეთი ნიჭიერი, კეთილსინდისიერი, მიუკერძოებელი და კომპეტენტური მოსამართლეები გვყავს! ამ მოსამართლეებს უდიდესი წვლილი შეაქვთ სასამართლო სისტემის სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებაში!

ამასთან, დარწმუნებით შემიძლია უთხრა კოლექტიურ დოლიძეებს, ჯანეზაშვილებს, სალაძეებს, კაპიტან გიგაურს და სხვა პოლიტიკოსებს ვინც ამ ვერაგობას და სიბუნძურეებს გეგმავს და ახორციელებს – არ გამოგივათ!!! იცოდეთ, თქვენი ბინძური თავდასხმების შედეგად ჯანსაღი, კეთილსინდისიერი, მიუკერძოებული, არაკორუმპირებული და კომპეტენტური სასამართლო სისტემა უფრო ერთიანი, უფრო ძლიერი და უფრო დამოუკიდებელი ხდება!!!”, – წერს სერგო მეთოფიშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად