მეთიუ ბრაიზა: ირანისთვის ევროპის გაზით მომარაგება მომგებიანი არ არის

ირანი არ არის დაინტერესებული ევროპაში გაზის მიწოდებით, – აღნიშულის შესახებ ამერიკელმა დიპლომატმა, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ სამხრეთ კავკასიაში, აშშ-ს ყოფილმა ელჩმა აზერბაიჯანში, თავდაცვის კვლევების საერთაშორისო ცენტრის დირექტორმა ტალინში, მეთიუ ბრაიზამ განაცხადა, წერს Trend.az-ი.

მისი თქმით, ირანი წარმატებით აწვდის ბუნებრივ აირს მეზოებლ ქვეყნებს – არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, ომანს, ქუვეითსა და ა.შ.

"მოცემულ მომენტში, ბუნებრივი აირის მიწოდება ევროპისათვის, საერთოდ არაა მომგებიანი ირანისთვის. ამისათვის არ არსებობს საჭირო ინფრასტრუქტურა, რომლის შექმნასაც ზედმეტად დიდი ხარჯი სჭირდება", – განაცხადა მეთიუ ბრაიზამ.

ბრაიზას თქმით, ირანი ევროპის გაზით მომარაგებას იმ შემთხვევაში დაიწყებს, თუ იმაზე მეტი ბუნებრივი აირის წარმოება მოხდება, ვიდრე მის მეზობელ ქვეყნებს სჭირდება და თუ აშშ-სა და ევროპის მიერ, ირანისთვის დაკისრებული სანქციები მოიხსნება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად