მეტეხის გვირაბი ორთაჭალის მიმართულებით 23:30 საათიდან გადაიკეტება

თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის განცხადება ავრცელებს:
 

"მიმდინარე წლის 27 თებერვალს, ღამის 23:30 საათიდან 00:00 საათამდე, სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, გადაიკეტება მეტეხის გვირაბი ორთაჭალის მიმართულებით, ხოლო 00:00 საათიდან 00:30 საათამდე, ორთაჭალიდან ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით.

აღნიშნულ პერიოდში, თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დაკვეთით, შპს „თბილსერვის ჯგუფი“ გადამწვარი ნათურების გამოცვლას განახორციელებს".

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...