მეჭიაური: პრემიერი კვირიკაშვილი მენტალურად აბსოლუტურად “რესპუბლიკელების” თანამოაზრეა

საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური "TV პირველის" ეთერში აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ „რესპუბლიკური პარტიის“ გავლენის ქვეშ ყოფნამ დააზიანა. მისი თქმით,  პრემიერი „რესპუბლიკურ პარტიაზე“ იმაზე მეტად იყო დამოკიდებული ვიდრე მისი თანამდებობა ამის საშუალებას აძლევდა.  

„როდესაც მოხდა დაპირისპირება ჩემსა და რესპუბლიკურ პარიის ზოგიერთ წევრ შორის, თუნდაც თავდაცვის მინისტ თინა ხიდაშელთან, ცალსახად პრემიერმა მისი პოზიცია დაიჭირა, ასე რომ მენტალურად ბატონი პრემიერი აბსოლუტურად თანამოაზრეა „რესპუბლიკური პარტიის“, უფრო მეტადაც კი იყო დამოკიდებული, ვიდრე მისი თანამდებობა ამის საშუალებას აძლევდა“, – განაცხადა მეჭიაურმა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნებიდან“ „რესპუბლიკელების“ წასვლა ფიქტიურ განქორწინებას ჰგავს.

„უბრალოდ, ისე დააზიანა „ქართული ოცნება“ „რესპუბლიკური პარტიის“ გავლენის ქვეშ ყოფნამ, რომ ახლა იძულებული გახდა ფიქტიური განქორწინების მაგვარი გაეფორმებინა. სულ რაღაც 2-3 დღის წინ ერთად მოაწერეს ხელი მემორანდუმს თუ რეზოლუციას , რომელიც კიდევ ერთხელ უმტკიცებდა ამერიკის შეერთებულ შტატებს და ნატო-ს თავის ერთგულებას, იქ ერთად იყო თავმოყრილი ბუკეტი, როგორც ხელისუფლების ისე ოპოზიციური პარტიების და უმაღლესი თანამდებობრივი პირებისა, ამით ყველაფერი ნათქვამი იყო . ყველა ეს პოლიტიკური ძალა, როგორც თავიდანვე ვიძახდი, არის ერთი და იგივე მხოლოდ და მხოლოდ გაყოფილები არიან მოსახლეობის შეცდომაში შესაყვანად. უნდათ რომ ამერიკას ჰქონდეს პოზიციაც და ოპოზიციაც განაწილებული ისე, როცა დაჭირდება ოპოზიციას გადააბაროს, როცა დასჭირდება გადმოაბაროს ისევ.   

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად