მეტალურგიულ ქარხანაში დასაქმებულები ქუთაისში საპროტესტო აქციას მართავენ

მეტალურგიულ ქარხანაში დასაქმებულები ქუთაისში საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი ხელმძღვანელობისგან ხელფასების ზრდასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. აქციის მონაწილეების თქმით, აუცილებელია დამსაქმებლის მხრიდან დაიდოს კონტრაქტები, რომელშიც მათი ინტერესები იქნება გათვალისწინებული.

„12 საათიანი სამუშაო გრაფიკი გვაქვს. ერთი კვირა ღამის მეორე კი დღის სმენებში გვიწევს მუშაობა. მხოლოდ კვირა დღე გვაქვს დასვენება, არც უქმე დღეებია ჩვენთვის, ეს მაშინ როცა ანაზღაურება ძალიან მცირეა. ვითხოვთ მოგვაქციონ ყურადღება და შეიცვალოს მდგომარეობა“-განაცხადეს აქციის მონაწილეებმა მედიასთან საუბრისას.

მეტალურგიული ქარხნის მუშების თქმით პროტესტს მანამ არ შეწყვეტენ, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად