მეზობელმა ცოლთან ღალატის გამო, მეზობელს პენისი მაკრატლით მოაჭრა

ფლორიდის შტატის გილკრისტის ოლქის პოლიციამ ლათინოამერიკელი დააპატიმრა, მას ბრალი მეზობლის სახლში შეჭრაში და მისთვის პენისის მოჭრაში ედება.

ოლქის შერიფის ანგარიშის თანახმად, შემთხვევა 13 ივლისს, დილით, დასახლებულ პუნქტ ბელში მოხდა (ბელი ფლორიდის შტატის გილკრისტის ოლქში მდებარე სოფლის ტიპის დასახლებაა, 500-მდე მაცხოვრებლით – “აიპრესი”) მოხდა. დაზარალებული ჩვენებაში ამტკიცებს, რომ დილით მის სახლში პისტოლეტით ხელში მისი მეზობელი, 49 წლის ალექს ბონილა შეიჭრა, მუქარით აიძულა იგი შესულიყო საწოლ ოთახში, მიაბა საწოლზე, მოაჭრა მაკრატლით პენისი, ამის შემდეგ დატოვა მისი სახლი და პენისიც გააყოლა ხელს. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ინციდენტის დროს სახლში დაზარალებულის ორი ბავშვი იმყოფებოდა, თუმცა ისინი მხოლოდ მეზობლის მათთან სახლში იარაღით ხელში შეჭრის სცენის მოწმეები გახდნენ.

ადგილზე დილის 11:04 საათზე მისულმა პოლიციამ ალყა შემოარტყვა ალექს ბონილას სახლს, თუმცა ის მხოლოდ 14:51 საათზე, მეზობლად მდებარე დასახლებულ პუნქტ ბრანდფორდში, რძის ქარხანაში დამქირავებელთან სამსახურში მყოფი დააპატიმრეს.

მალევე გაირკვა, რომ ალექს ბონილას მიერ ასეთი სისასტიკით ჩადენილი დანაშაულის მოტივი: წინა წლის მაისში ალექს ბონილამ ცოლს მეზობელთან ღალატის დროს წაასწრო.

პრესის ცნობით, დაზარალებულის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემოქრება, გილკრისტის ციხეში გამოკეტილ ალექს ბონილას კი სხვის საცხოვრებელ სახლში შეჭრაში, იარაღის მუქარით, ცივი იარაღით ტრავმის მიყენებაში, სხვისი საკუთრების გატაცებაში, ჩადენილში დამამძიმებელ გარემოებაში – ბავშვების თანდასწრებით, ედება ბრალი და მას გირაოს თანხად 1,25 მილიონი თანხა აქვს შეფარდებული.

მოამზადა რაულ კაპანაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...