მესტიის მერიის ააიპ-ის კულტურისა და ხელოვნების ცენტრიდან 11 თანამშრომელი გაათავისუფლეს

მესტიის მერიის ააიპ-ის კულტურისა და ხელოვნების ცენტრიდან 11 თანამშრომელი გაათავისუფლეს.

მათი თქმით, სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი ჰესების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობაა.

"ერთი თვის წინ შემიწყდა ხელფასი, თუმცა არაფერი მითქვამს, გუშინ კი გავიგე, რომ შტატში არ ვყოფილვარ ჩასმული, თითქოს ხელშეკრულების საფუძველზე ვიყავი აყვანილი და ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ აღარ გამაფორმეს სამსახურში. ჩემი იქ ყოფნა არ აწყობდათ, რადგან ჰესების წინააღმდეგ გამართულ აქციებში მე და ჩემი ოჯახის წევრები აქტიურად ვიყავით ჩართულები", – აცხადებს ერთ-ერთი გათავისუფლებული ნათია ნაცარაშვილმა.

მესტიის მერიის ააიპ-ის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში აცხადებენ, რომ თანამშრომლების გათავისუფლება მხოლოდ შტატების შემცირების, ოპტიმიზაციის მიზეზით მოხდა.

"ჰესები არაფერ შუაშია. სულ არ მაინტერესებს, აშენდება ჰესი თუ არა. მე მაინტერესებს ჩემი სამსახური, თანამშრომლები რეორგანიზაციის კვალდაკვალ გათავისუფლდნენ. “, – განაცხადა გეგი ფალიანმა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად