მესტიის გამგებელი მოსახლეობას: ზედმეტი გადაადგილებისგან თავი შევიკავოთ – თუ რამე დაგჭირდათ, მოგვმართეთ

მესტიის მუნიციპალიტეტში უკვე მესამე დღეა ეპიდემიოლოგები მუშაობენ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, მესტიის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დადასტურდა, რომელიც ლენჯერის კლასტერს უკავშირდება. covid-19 ერთი ახალი შემთხვევა 600 ნიმუშის გამოკვლევის შედეგად გამოვლინდა.

რა ვითარებაა ზემო სვანეთში ამასთან დაკავშირებით „აიპრესი“ მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელს, კახა ჟორჟოლიანს დაუკავშირდა.

„უკვე მესამე დღეა მიმდინარეობს მოსახლეობიდან ნიმუში საკმაოდ რთული სამუშაო, ამიტომ მედიკოსთან ჯგუფები ყოველ მეორე დღეს იცვლება.
გვყავს ორი მობილური ჯგუფი, რომლებიც დადიან კარდაკარ. თუ სადმე მოთხოვნა გაჩნდა იქვე იღებენ PCR ტესტებს. დღის ბოლოს დაახლოებით 800 ამდე ნიმუში გაიგზავნება.
ზუგდიდში 300-სზე მეტი კაცია გადაყვანილია, დღესაც გადაგვყავს 60 კაცამდე. გარდა ამისა, 320 ადამიანი გვყავს საკარანტინო ზონებში“, – განაცხადა კახა ჟორჟოლიანმა.
მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელი ამბობს, რომ ადგილობრივი მოსახლეობა კორონა ვირუსზე ტესტების აღებას პასუხისმგებლობით მოეკიდა.
„მოსახლეობა ტესტების აღებას არ აპროტესტებს. შეიძლება ერთი ორი ადამიანი გამოერიოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მთლიანობაში მოსახლეობა რამეს აპროტესტებს. იციან, რომ ეს არის თავდაცვის მექანიზმი. სამოქალაქო საზოგადოება სწორად არის ინფორმირებული. ამ ბოლო რამდენიმე თვეში იმდენი სწორი გზავნილი წამოვიდა, რომ კორონა ვირუსზე ტესტი არ აიღონ, არ არსებობს“, – ამბობს გამგებელი.

კახა ჟორჟოლიანის ინფორმაციით, „მესტიაში, საკარანტინო სივრცეებში 360 ტურისტია. მათ შორის არიან შინდა ტურისტები და უცხო ქვეყნის ტურისტებიც.
ტურიზმის დეპარტამენტი ბოლომდეა ჩართული და ანაწილებს. მათთვის პირობების შექმნა სახელმწიფოს აქვს აღებული“.

მესტიის გამგებელი არასწორს უწოდებს ინფორმაციას, თითქოს სოფელ ლენჯერში დადასტურებული კორონა ვირუსი მარნეულის კლასტერიდანაა.
„სვანეთში კორონა ვირუსი არ დაწყებულა, ეს ხომ ჩინეთი არა? ესე იგი უნდა ამოსულიყო, ხომ მთაში? გავრცელებული ინფორმაცია თითქოს სხვა რეგიონიდან იყვნენ ამოსულები სუფრაზე და მერე გავრცელდა, ესეც არასწორი ინფორმაციაა.
ეს იყო უსიმპტომო ადამიანი, რომელიც სამუშაოდ იყო ამოსული. აწარმოებდნენ მშენებლობას. ერთერთი მშენებელი იყო დაავადებული, მაგრამ იმდენად ჯანმრთელი ადამიანი იყო, რომ სიმპტომების გარეშე მიმდინარეობდა ეს პროცესი. Covid19 კონტაქტით გადავიდა მეგობართან, რომელმაც ოჯახში შეიტანა, თვითონ ჯანმრთელი ორგანიზმი აღმოაჩნდა, მაგრამ ვისაც სუსტი იმუნიტეტი ჰქონდა ოჯახში, გამოუვლინდათ. როგორც კი გამოვლინდა, იქვე დაიწყო მყისიერი მოქმედება“, – აღნიშნა კახა ჟორჟოლიამა.

გამგებელი „აიპრესთან“ ადგილობრივ მოსახლეობას მადლობას უხდის და მოუწოდებს, თავი შეიკავონ ზედმეტი გადაადგილებისგან.
„პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო ადგილობრივ მოსახლეობას, იმისთვის რომ მზაობა გამოხატეს და ამას შეგნებულად შეხვდა ყველა. ჩვენ ჩაკეტილები ვართ. მივმართავ მოსახლეობას, თუ ვინმე რამე გაჭირვებაში ჩავარდება, სურსათის ან წამლის საჭიროება ექნება, სახელმწიფო ყველა ადამიანზე იზრუნებს, არავის მიატოვებს.
მოსახლეობას მოვუწოდებ, ზედმეტი გადაადგილებისგან თავი შევიკავოთ. ყველა პრობლემას მინიმუმ 24 საათში გადავჭრით.
რაც შეეხება სურსათს, დისტრიბუციის ნაწილში შეთანხმება მიღწეულია და ყველა დისტრიბუტორი, რომელიც ამოდის სვანეთში რეგულაციების და წესების დაცვით მოდიან, შემოაქვთ სურსათი. მოსახლეობა მიდის, ყიდულობს და უკან იმავე დღეს ბრუნდებიან.
ერთადერთი ადგილი რომელიც ჩაკეტილია არის ლენჯერის თემი. დღის ბოლომდე 800 ნიმუში იქნება აღებული. დარწმუნებული ვარ ისეთივე შედეგი იქნება, როგორც 600 ნიმუშის აღების შემდეგ დადასტურდა, თუმცა, დაველოდოთ შედეგებს“.

 

შეგახსენებთ, 2020 წლის 10 აგვისტოს  covid 19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, სვანეთში,  სოფლები უშგული, დაბა მესტია და ლენჯერი ჩაიკეტა

სტატიის ავტორი ირმა მესხია
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად