მესტიაში, პოლიციელების ცემის ბრალდებით დაკავებულ 3 პირს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშში 17 აპრილს,კომენდანტის საათის დროს მომხდარი ინციდენტისას დაკავებულ 3 პირს, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლე ირაკლი აფშილავამ სრულად დააკმაყოფილია პროკურორის რამაზ ხურციას შუამდგომლობა პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით.

დაცვის მხარე დაკავებულების გირაოს სანაცვლოდ გადავისუფლებას ითხოვდა.როგორც დაკავებულების ადვოკატებმა განაცხადეს, ისინი აღნიშნულ გადაწყვეტილებას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.
შეგახსენებთ, რომ მესტიაში, კომენდანტის საათის დროს პოლიციელები სცემეს.
არსებული ინფორმაციით, გომელაურის უწყების თანამშრომლებმა კომენდანტის საათის დროს პატრულირებისას მოქალაქეები გააჩერეს, რომლებმაც სცემეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
დაკავებულია სამი პირი, ორი პირი მიმალვაშია ამ დრომდე.
შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...