მესტიაში ოთხი სოფლის 100- ზე მეტი ოჯახი ამ დრომდე გარესამყაროს მოწყვეტილია

მესტიაში ოთხი სოფლის ასზე მეტი ოჯახი ამ დრომდე გარესამყაროს მოწყვეტილი რჩება.

ძლიერი წვიმის შედეგად, ადიდებულმა მდინარემ სრულად გაანადგურა სოფელ ადიშისკენ მისასვლელი გზის რამდენიმე მონაკვეთი. ყველაზე რთული ვითარება სწორედ ამ დასახლებასთან დაკავშირებითაა – სოფელი მოწყვეტილია გარე სამყაროს, შეუძლებელია გადაადგილება.

სტიქიამ ასევე დააზიანა ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები. დენი არ მიეწოდება სოფელ ადიშის, იფარის, კალასა და უშგულის მოსახლეობას. ძლიერი წვიმის შედეგად დაზიანდა სხვა სოფლებში სახნავ-სათესი სავარგულებიც.

მესტიის მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში მუშაობენ შესაბამისი ჯგუფები. მიმდინარეობს ზარალის შესწავლა და სალიკვიდაციო სამუშაოები.

კომენტარები
იტვირთება...