მესტიაში, მდინარე ენგურში 50 წლამდე მამაკაცს ეძებენ

მესტიის მუნიციპალიტეტში, ხაიშის მონაკვეთთან, მდინარე ენგურში 50 წლამდე მამაკაცს ეძებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, იდლიანის მკვიდრი მდინარეში საკუთარი ავტომობილით გადავარდა. შემთხვევა გუშინ, ჯვარი-ხაიშის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მოხდა. როგორც ცნობილია მანქანაში ძღოლი მარტო იმყოფებოდა. გავრცელებული ინფორმაციითვე, მაღალი სიჩქარით მოძრავმა ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მდინარეში გადავარდა. მამაკაცი მესტია-თბილისის სამარშუტო ხაზზე მუშაობდა.

კომენტარები
იტვირთება...